ევროპის კოსმოსური სააგენტო ქალ ასტრონავტებს ეძებს

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 11 წლის შემდგომ, პირველად გეგმავს ახალი ასტრონავტებით დაკომპლექტებას. სააგენტოს მთავარი მიზანი, კოსმოსში მეტი ქალის გაგზავნაა.

ESA-ს სურს, კოსმოსში გასაგზავნ ჯგუფს მეტი ქალი შეუერთდეს. მათივე თქმით, ქალების ჩართულობა ასტრონავტთა ჯგუფის მრავალფეროვნებას გაზრდის. ამ დრომდე, სულ 65 ქალია კოსმოსში გაფრენილი. მათგან კი ESA-ს ასტრონავტი მხოლოდ 2 იყო.

ამასთანავე, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალი ამოცანა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოსმოსში გაგზავნაა.

ESA-ს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, განაცხადების წარდგენისა და შერჩევის პროცესი 18 თვეს გატანს.