AI რობოტი გამოფენას პირველად გამართავს

მსოფლიოში პირველად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქალი რობოტი გამოფენას გამართავს. Ai-Da-ს გამოფენა – Selfie – ავტოპორტრეტებს აერთიანებს.

ხელოვანი AI რობოტის შექმნის იდეა ოქსფორდის გალერეის დირექტორს ეკუთვნის. Ai-Da-ზე მკვლევარი ლუსი სილი და ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობდნენ. მათ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტი 2019 წელს წარუდგინეს საზოგადოებას. იგი მსოფლიოში პირველი ულტრა რეალისტური AI რობოტი მხატვარია.

ჰუმანოიდი რობოტის მთავარი სფერო ხელოვნებაა. იგი ნამუშევრების შექმნისთვის Camera eye-სა და AI ალგორითმებს იყენებს. Ai-Da-ს პირველ გამოფენას ლონდონის დიზაინის მუზეუმი მაისის თვეში უმასპინძლებს.