Empire State Building, ქალაქ ნიუ-იორკში, ახლა სრულად მარაგდება ქარის ენერგიით.
Empire State Realty Trust, Inc.-მა Green Mountain Energy-სთან გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებულია, რომ ენერგოკომპანია მის მთლიან უძრავ ქონებას ნიუ-იუორკსა და კონექტიკუტის შტატში განახლებადი ქარის ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. დღეს Empire State Building მსოფლიოში მწვანე ენერგიის უდიდესი მომხმარებელია. 102-სართულიანი ცათამბჯენი და ასევე 13 სხვა საოფისე შენობა, რომელიც ასევე ამ კომპანიას ეკუთვნის, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღებს ელექტროენერგიას.
„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი სიმბოლური გამარჯვებაა განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის,“ – თქვა სინდი რეინოლდსმა, Green Mountain Energy-ს კომერციული გაყიდვების დირექტორმა – „ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს მსგავსი მაგალითები, როგორიცაა ESRT, რათა ვანახოთ სხვებსაც, რომ განახლებადი ენერგიის არჩევანი ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანია.“
განახლებად ენერგიაზე მუშაობის გაფართოებით ESRT-ის მთელ უძრავ ქონებაზე, დაახლოებით 450 მილიონ ფუნტ ნახშირორჟანგის წარმოებას თავიდან აიცილებს, რაც იმის ტოლფასია, რომ ნიუ-იორკის შტატის ყველა სახლმა სინათლე გამორთოს ერთი თვით, ან ქალაქში ორი ცენტრალური პარკი დაამატოს.