აშშ-ს სავაჭრო პალატას არსებობის ისტორიაში ქალი CEO პირველად ეყოლება. ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს ლობისტური ორგანიზაცია აღმასრულებელ დირექტორად სუზან კლარკს ასახელებს.
ამერიკის სავაჭრო პალატა დაფუძნებიდან 109 წელს ითვლის და ამ დრომდე ქალი ლიდერი არ ჰყოლია. სუზან კლარკი ტომას ჯ. დონოჰიუს შეცვლის. მას ეს პოსტი 24 წელი ეკავა.
სუზან კლარკი დამფუძნებელია ვაშინგტონის ეკონომიკური კლუბისა და ამ დრომდე აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იყო. ამასთანავე, იგი ქალთა საერთაშორისო ფორუმსაც ხელმძღვანელობდა.
სუზან კლარკის ახალ აღმასრულებელ დირექტორად არჩევას დიდხანს ელოდნენ. საბოლოოდ კი ეს ინფორმაცია სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, კრისტოფერ ლოფგრენმა დაადასტურა. ქალი მოვალეობის შესრულებას 11 მარტიდან უნდა შეუდგება.