კომპანია Bumble-ის თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, უიტნი ვულფ ჰერდი, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც მილიარდი საკუთარი შრომით დააგროვა.
Forbes-ის ინფორმაციით, 31 წლის ქალის ქონება 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან ეს თანხა საკუთარი შრომით გამოიმუშავა. ის, ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანიის აქციების 12%-ს აკონტროლებს.
Bumble სოციალური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთის გაცნობის საშუალებას აძლევს, ის Tinder-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. მას შემდეგ, რაც კომპანია Bumble საფონდო ბირჟაზე გავიდა, მისი აქციების ფასმა 75.5 დოლარს მიაღწია.
გარდა ამისა, ჰერდი ყველაზე ახალგაზრდა ქალი აღმასრულებელი დირექტორია აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც თავისი კომპანია საფონდო ბირჟაზე გაიყვანა. კომპანია Bumble-ის დაარსებამდე, უიტნი ვულფ ჰერდი Tinder-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ოფიცერი იყო. მისი თქმით, სახელწოდება „Tinder“ მან მოიფიქრა.
ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Bumble-ის აქციების ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უიტნის ქონებას.