ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპაში მდებარე რეგიონალური ოფისი ახალ გადაწყვეტილებას ავრცელებენ. ისინი საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის გავრცელებით და ამ პროცესის წარმართვაში დაეხმარებიან. ეს ყოველივე ევროკავშირმა დააფინანსა, იმპლემენტაციის პროცესს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უხელმძღვანელებს. იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად ისინი კონსულტაციებსაც ჩაატარებენ და ადგილობრივ პერსონალს დაეხმარებიან.
პროექტი 3 წლის განმავლობაში იარსებებს. ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გაიღო 6 ქვეყნის დასახმარებლად, მათ შორის კი საქართველოც აღმოჩნდა. ევროკავშირის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა, რომ „ევროკავშირი ამაყია, რომ შეუძლია ამ ახალი ინიციატივის წყალობით, დაეხმაროს საქართველოს. კორონავირუსის შესაჩერებლად ეფექტური და სწრაფი ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, სილვიუ დომენტმა განაცხადა, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მიაწოდებს ამ ვაქცინას იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.“ თანხა გადანაწილდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დაგეგმვა, მიწოდება, ტრენინგების ჩატარება, ინფორმაციის გავრცელება და მრავალი სხვა.