ხოაკინ ფენიქსი რიდლი სკოტის ფილმში ნაპოლეონ ბონაპარტის როლს შეასრულებს

ოსკაროსანი ფილმის, „გლადიატორის“, რეჟისორი რიდლი სკოტი და ხოაკინ ფენიქსი კვლავ ერთად იმუშავებენ ისტორიულ დრამაზე, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრებას შეეხება. მსახიობი შეასრულებს ფრანგული რევოლუციის მეთაურის როლს, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ფილმის სათაური “Kitbag” ერთი გამოთქმის მიხედვით შეირჩა, რომლის მიხედვითაც „გენერლის ნივთები დამალულია ყოველი ჯარისკაცის ჩანთაში“.

Photo Credits to Evan Agostini/Invision/AP

ფილმი მოგვითხრობს ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ცხოვრებისა და წარმომავლობის შესახებ. მასში ნაჩვენები იქნება მისი სწრაფი აღმასვლა მეთაურობიდან იმპერატორობამდე და მისი არასტაბილური ურთიერთობა ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულთან, ჟოზეფინასთან. რეჟისორის მთავარი განზრახვა არის გვიჩვენოს ბონაპარტი როგორც ამბიციური და შეუპოვარი პიროვნება, ექსტრაორდინალური სამხედრო ლიდერი და ომის შესანიშნავი სტრატეგი.

ფილმის სცენარი რიდლი სკოტის კოლაბორატორმა, დეივიდ სკარპამ, დაწერა. ხოლო მისი პროდიუსერი თავად სკოტი იქნება კევინ ვოლშთან ერთად. რეჟისორის ახალ ნამუშევარ 20th Century Studio შემოგვთავაზებს. საინტერესოა, რომ ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ ფილმი კიდევ ერთ შესანიშნავ რეჟისორს, სტენლი კუბრიკს, აქვს გადაღებული, თუმცა მისმა ნამუშევარმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. კინოკრიტიკოსები რიდლი სკოტის ნაწარმს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.