რამდენადაც ყველასთვის ცნობილია, იაპონიის მეტროსადგურები გამოირჩევიან სისუფთავითა და პუნქტუალობით, მაგრამ ამ სისტემის სრულყოფილი მუშაობა საფრთხის ქვეშ დადგა Covid-19-ის გავრცელების შემდეგ, რამაც სხვა დანარჩენთან ერთად, მკვეთრად შეამცირა აღნიშნული სერვისებით მოსარგებლე მოქალაქეების. სწორედ აქ ჩნდება უნიკალური იაპონური მცდელობა მობილობის, როგორც სერვისის (MaaS) შექმნის შესახებ, რომელიც წინასწარი პროგნოზით 2030 წლისთვის 61 მილიარდიან ბაზარს შექმნის.
MaaS არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ძებნას, დაჯავშნას, საფასურის გადახდას და ა.შ. იგი აერთიანებს მრავალრიცხოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვა სამოგზაურო სერვისებს თითოეული ადგილობრივისა თუ ტურისტის საჭიროების შესაბამისად.
იაპონიის მთავრობა ხელს უწყობს MaaS-ის განვითარებას, აქტიურად იყენებს რა მას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის კოორდინირებულ გადაადგილებაში. თუმცა, მიუხედავად მთავრობის დაინტერესებისა, სატრანსპორტო სისტემები იაპონიაში ძირითადად მაინც კერძო სექტორის ხელშია და როგორც მობილობის ხელშეწყობის მინისტრი აცხადებს, ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას და შესაბამისად MaaS სისტემის მაქსიმალურ ეფექტიანობას, რაც დიდ უპირატესობას წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პუნქტუალობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მობილობის, როგორც მომსახურების შექმნის იდეა ეკუთვნის ჰიდაკა იოსუკეს. იგი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა მატარებლის მემანქანედ, კონდუქტორად და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტად. მან 2018 წელს შექმნა MaaS Tech Japan, რომელიც სხვადასხვა სატრანსპორტო მოთამაშეებთან თანამშრომლობით ქმნის მრავალრიცხოვან მონაცემთა ბაზას, ამუშავებს მათ და მათზე დაფუძნებით ქმნის მგზავრთა გადაადგილების სიმულაციებს საუკეთესო მომსახურების სისტემის შესაქმნელად.
როგორც ჰიდაკა იოსუკე ამბობს, მის მიერ დაფუძნებული სტარტაპის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მოხუცების გადაადგილებას, რაც ყველაზე პრობლემურ საკითხს წამოადგენს, განსაკუთრებით სოფლებში და ასევე უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო ტრანსპორტირება კორონა ვირუსის პირობებში. თუმცა, გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ MaaS Tech Japan ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს დეკარბონიზაციის საკითხშიც.