რიანას მოდის სახლი Fenty დაიხურა

ცნობილი ამერიკელი პოპ შემსრულებლის, Rihanna-ს ბრენდი Fenty-ს ბაზრიდან გადის. მომღერალმა საკუთარი მოდის ხაზი საზოგადოებას 2019 წელს წარუდგინა. 

Photo Credits Reuters

Fenty ფრანგული კონგლომერატის, LVMH-სა და Rihanna-ს ერთობლივი პროექტია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი ბრენდის დახურვის მთავარ მიზეზად პანდემიის პერიოდში წმინდა მოგების საგრძნობლად შემცირებას ასახელებენ.

Fenty-ს უკანასკნელი კოლექცია გასული წლის ბოლოს გამოვიდა. ამ ბრენდთან ერთად ამერიკელი შემსრულებელი სხვა ბიზნესებსაც ფლობს – Savage X Fenty, Fenty Skin და Fenty Beauty. არსებული ინფორმაციით, ბრენდის დახურვით მის სხვა პროექტებს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრებათ.

Fenty-ის დაფუძნებით მოდის ისტორიაში ერთი თავი დაიწერა – Rihanna პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელიც ასეთ დიდ ბრენდს მართავდა. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მომღერლის ქონება 600 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.