Coca-Cola აშშ-ში გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებით გაიყიდება

კოკა-კოლას პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზიან სასმელებს 100%-ით გადამუშავებული პლასტმასის მასალისგან დამზადებულ ბოთლებში გამოუშვებს.

Photo credits to: Prepared Foods

კოკა-კოლას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ პროდუქტის შეფუთვაში დიდი რაოდენობით პლასტმასის გამოყენების გამო – გაზიანი სასმელების მწარმოებელი კორპორაციები პლასტმასის ნარჩენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. კოკა-კოლაში აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის თავიანთ სასმელს გლობალურად გაყიდიან გადამუშავებული ბოთლებისა და ქილების შეფუთვით.   

ალპა სუტარიამ, ჩრდილოეთ ამერიკის საოპერაციო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია აცნობიერებს მის პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობას, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს გლობალურ კრიზისში, პლასტმასის მოხმარების შემცირებით.