29 წლის ნზამბი მატე გაეროს პროექტ „დედამიწის ახალგაზრდა გამარჯვებულების“ ფარგლებში საკუთარ თავს თვითმოტივირებულ და თვითნასწავლ ანტერპრენერს უწოდებს. სწორედ მატეს შეუპოვრობა და ნოვატორული ხასიათი გახდა საწყისი 2018 წელს Gjenge Makers დაფუძნებისა, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს ბეტონის მასალასთან შედარებით 5-ჯერ უფრო მყარ აგურებად აქცევს.
პროფესიით მატერიების ინჟინერმა ანტერპრენერმა აგურების ოპტიმალური დიზაინის გარდა თავად შექმნა ის გადამამუშავებელი დანადგარები, რომლებიც პროცესის სვლას განაპირობებენ – შედეგად სტარტაპი დღევანდელი მონაცემებით დღიურად 1500 აგურს აწარმოებს, ხოლო კომპანიის დაარსებიდან დღემდე 20,000 კილოგრამზე მეტი პლასტიკური ნარჩენი აქვს გადამუშავებული.
მატეს წამოწყებაში 110-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და იგი ახალი საწარმო ხაზის დამატებაზე მუშაობს, რომელიც კენიელი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაზრდასთან ერთად ნარჩენების გადამუშავების ტემპს სამჯერ დააჩქარებს.