აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი და მწერალი მიშელ ობამა Netflix-თან ერთად ახალ საბავშვო შოუს იწყებს. საბავშვო გადაცემას Waffles + Mochi ერქმევა. იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და მოზარდებს შორის ჯანსაღი საკვებისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას.
გადაცემას ორი მთავარი პერსონაჟი ეყოლება: Waffle და Mochi. ისინი გაყინული საკვების ქვეყანას დატოვებენ და მოგზაურობას შეუდგებიან მთელი მსოფლიოს რესტორნებში, ფერმებსა და სამზარეულოებში.
ახალი საბავშვო შოუ სხვების დახმარებასაც ითვალისწინებს. ობამას თქმით ისინი ოჯახებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ, დაეხმარებიან და მიაწვდიან ახალ პროდუქტებს. ამასთანავე, ბავშვებს ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ამ ამბის შესახებ მიშელ ობამამ თვითერის პოსტით გვამცნო. ქალი პოსტში წერს: “მოხარული ვარ, რომ ოჯახები და ბავშვები ნებისმიერი ადგილიდან შემოგვიერთდებიან თავგადასავალში, რომელშიც ჩვენ აღმოვაჩენთ, ვამზადებთ და მივირთმევთ გემრიელ საკვებს მთელი მსოფლიოდან.”
ახალი გადაცემა Higher Ground Productions-ს ეკუთვნის. კონპანიას, რომელიც ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის საკუთრებაა. Waffle + Mochi-ს პრემიერა 16 მარტს შედგება.