ბანგლადეშში გაუპატიურება უახლოეს მომავალში სიკვდილით დაისჯება

ბანგლადეშში უახლოეს მომავალში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც გაუპატიურება სიკვდილით დაისჯება. სამართლის აღსრულების  ეს რადიკალური ზომა ბანგლადეშში უკანასკნელ დღეებში გამართული მასიური საპროტესტო აქციების შედეგია, რომლებიც ქვეყანაში ქალებზე სექსუალური ძალადობის მაღალი დონის გამო იმართება.

Photo Credits to BBC News

ბანგლადეში გასულ კვირას საპროტესტო აქციებმა და საყოველთაო აღშფოთებამ მოიცვა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ქალზე ჯგუფური თავდასხმის ვიდეო გავრცელდა. ბანგლადეშის აქტივისტთა ჯგუფები აცხადებენ, რომ გასულ წელს ქვეყანაში 5400 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, დამნაშავეების დაკავების  დონე ძალიან მცირეა და ბევრი შემთხვევის აღწერა ვერ ხერხდება, რადგან ქალები ვერ ახერხებენ დანაშაულის შეტყობინებას. წინა კვირას გავრცელებული ვიდეოთი შეძრწუნებული აქციის მონაწილეები გაუპატიურებებზე აღძრული საქმეების უფრო სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ.

ქვეყანაში შაბათ-კვირას უპრეცენდენტო რაოდენობის საპროტესტიო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ატარებდნენ პოსტერებს მოწოდებებით: „ჩამოახრჩვეთ მოძალადეები“ , „არავითარი შეწყალება მოძალადეებს“. დედაქალაქ დაკაში აქციის მონაწილეებმა სახრჩობელები აღმართეს.

ბანგლადეშის ეროვნული ადამიანთა უფლებების კომისიამ გამოიძია, რომ ქალი, რომელსაც ვიდეოში თავს ესხმიან, ნოაკჰალიმის რაიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბანგლადეშში, გამუდმებით იყო გაუპატიურების მსხვერპლი. ვიდეოს გავრცელების შემდეგ რვა მამაკაცი დააკავეს.

 

 

 

 

 

 

Photo via BBC news

 

ამასთან, წინა კვირას კიდევ ერთი ჯგუფური გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა სილჰეტში, ჩრდილოეთ ბანგლადეშის სასტუმროში, რასაც ქვეყნის მმართველი პარტიის სტუდენტური ფრთის რამდენიმე წევრის დაპატიმრება მოჰყვა. ამ ფაქტმა აქციების მონაწილეთა მოთხოვნები კიდევ უფრო გაამძაფრა.

აქციების საპასუხოდ მთავრობამ გადაწყვიტა, შეეცვალა დამოკიდებულება გაუპატიურებების გამოძიებისა და პრევენციის გასაუმჯობესებლად და გაუპატიურებაში დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

 

წყარო – https://www.bbc.com/news/world-asia-54480233