მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), შესაძლოა, არსებობის ისტორიაში პირველად ქალი და თანაც ნიგერიელი ლიდერი ჰყავდეს. მოლაპარაკება ამჟამადაც მიმდინარეობს. წარმატების შემთხვევაში კი ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი ნგოზი ოკონჯო-ივეალა გახდება.
66 წლის ქალი ოკონჯო-ივეალა პროფესიით ეკონომისტია. ის მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. ამასთანავე, იგი ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქვეყნის პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი იყო. მან ეს თანამდებობა ორჯერ დაიკავა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 164 წევრს აერთიანებს და როგორც წესი, გენერალური მდივნის არჩევნებში თითოეული მათგანი იღებს მონაწილეობას. თუმცა, წინა არჩევნებზე, ოქტომბერში, ეს პროცესი წინააღმდეგობებით წარიმართა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე არჩეულ კანდიდატს მხარი აღარ დაუჭირა.
WTO-ს ბოლო ლიდერი – იო მუნ-ჰი – რამდენიმე დღის წინ გადადგა. ახალ კანდიდატს კი ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრის მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, ბაიდენის ადმინისტრაციისა. საბჭოს კიდევ ერთი შეხვედრა მარტის დასაწყისშია ჩანიშნული. თუმცა, ქალის ახალ გენერალურ მდივნად დასახელებას, შესაძლოა, უფრო ადრეც ველოდოთ.