ჯო ბაიდენის გუნდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კეტლინ ჰიქსი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობას შეასრულებს და ის იქნება პირველი ქალი ამ პოზიციაზე: „დოქტორ კეტ ჰიქსს აქვს ფართო გამოცდილება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავძლიოთ უამრავი გამოწვევა, რომელსაც დღეს ვაწყდებით. ის სანდო პარტნიორი იქნება ჩემთვის, არჩეული ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის, ოსტინისთვის, ისევე როგორც ჩვენი თავდადებული სამოქალაქო და სამხედრო გუნდისთვის, რადგან ვმუშაობთ, რომ აღვადგინოთ ამერიკული გავლენა მსოფლიო ასპარეზზე“- აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის განცხადებაში.
ჰიქსი ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2012 წელს კი სენატმა აირჩია, როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, ჰიქსი ასევე მსახურობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ სტრატეგიის, გეგმებისა და ძალების საკითხებში. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ბაიდენ-ჰარისის თავდაცვის სააგენტოს განხილვის ჯგუფს და არის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი, ის ასევე მსახურობდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწის მოადგილედ და იყო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, მანამდე იყო თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე შუა აღმოსავლეთში.