უმსხვილესმა ნავთობკომპანია BP ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად იზარალა

2020 წელს ნავთობკომპანიამ BP 5.7 მილიარდი დოლარის დანაკარგი განიცადა, რაც უპრეცედენტო ვარდნას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Photo Credits to SOPA IMAGES/LIGHTROCKET VIA GETTY IMAGES

სტატიაში ამის ძირითად მიზეზად დასახელებულია კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მძიმე ვითარება და მის შესაკავებლად დაწესებული აკრძალვები, კერძოდ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები.

გარდა ამისა, ბოლო ერთ წელში 40%-ით შემცირდა BP-ის აქციების ღირებულებაც, რაც ინვესტორების აზრით, ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის ამბიციური გეგმის განხორციელებას – არაგანახლებადი ნავთობპროდუქტების მოპოვებიდან, განახლებადი ენერგორესურსების წარმოებაზე გადასვლას.

BP-ის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც აღდგება და მისი გლობალური მარაგები დაუბრუნდება თავის ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს წლის შუა პერიოდისთვის.