2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც, საქსტატის გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.
ამავე მონაცემების მიხედვით, ექსპორტი 12.1%-ით (2 403.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 15.9%-ით (5 717.6 მლნ. აშშ დოლარი) ნაკლები იყო.
2020 წლის პირველ 9 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.