მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, გასულ წელს ერთი მილიარდით შემცირდა საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლები ქვეყნებს შორის, რამაც ჯამში 1.3 ტრილიონი დოლარის დაკარგვა გამოიწვია და დაახლოებით 100-120 ათასი სამუშაო ადგილი დააყენა რისკის ქვეშ მცირე და საშუალო ბიზნეს-ორგანიზაციებში.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იქნა გაკეთებული საერთაშორისო მოგზაურობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, კრიზისი მაინც შორსაა დასასრულისგან. COVID-19-ის პირობებში მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკის შემცირების ღონისძიებების ჰარმონიზაცია, კოორდინაცია და გაციფრულება, რომელიც მოიცავს ტესტირებებს, მეთვალყურეობას, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების წარდგენას, არსებითია უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობისა თუ ტურიზმის საბოლოო აღდგენისთვის“- განაცხადა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ტურისტების ჩასვლის მაჩვენებელი შემცირდა 84%-ით, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 75%-ით, ევროპაში 70%-ით, ხოლო ამერიკაში 69%-ით, მთლიანობაში კი, მსოფლიოში ჯამში ამ მაჩვენებელმა 74%-ს მიაღწია.