ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანა ნაუსედამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანუსკაია, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის ნოემბერში იგეგმება.
ყოფილმა პედაგოგმა, ციხანუსკაიამ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი მეუღლე, ოპოზიციონერი ბლოგერი, დააკავეს. ქალის მთავარი მოთხოვნები იყო ალექსანდრე ლუკაშენკოს გაეთავისუფლებინა დაპატიმრებული მომიტინგეები და ჩაეტარებინა დემოკრატიული არჩევნები.
2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ლუკაშენკომ ციხანუსკაიაზე საკუთარი გამარჯვება გამოაცხადა. რის შედეგადაც, ქალი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ბევრი ევროპული სახელმწიფო.
ლიეტუვას პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით მხარს უჭერს ბელარუსში თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და მათ დემოკრატიულ მოძრაობებს.