Rockford United Labour-ის პრეზიდენტად სარა დორნერი დაინიშნა

Rockford United Labour-ს, რომელიც 12000-ზე მეტ პროფკავშირის წევრს წარმოადგენს მთელს როკფორდის რეგიონში, არსებობის 66 წლის მანძილზე პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება. სარა დორნერი ამ თანამდებობაზე სამშაბათს დაინიშნა: „მე ვარ პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას ვიკავებ.  მე ვიყავი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტიც“ – განაცხადა დორნერმა. 

Photo Credits to Scott P. Yates

დორნერმა ახალი ამბების ერთ-ერთ გამოცემას განუმარტა – „ჩვენს სახელმწიფოსა და ქალაქში პანდემიურ და რთულ ეკონომიკურ საკითხებზე ნავიგაციისას, შრომითი კავშირების ძალა უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოდესმე.“ Rockford United Labour 500 ეროვნული ცენტრალური შრომითი კომიტეტიდან ერთ-ერთია. ორგანიზაცია შედგება როკფორდის რაიონის თითქმის ყველა პროფკავშირული ორგანიზაციისგან და ცნობილია ქალაქის შრომის დღის ყოველწლიური აღლუმის მასპინძლობით.

NIU ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი როზმარი ფეურერი ამბობს, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ქალების როლი ხელმძღვანელობაში. იგი ამბობს, რომ მართალია ამაღელვებელია უფრო მეტი ქალის ნახვა ამ როლში, მაგრამ გაუმჯობესების კიდევ მეტი შესაძლებლობა არსებობს: „უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი ყურადღებას აქცევს ქალებს, რომლებიც აკეთებენ საქმეს, სწორედ ეს საქმე გვეხმარება 2021 წელს გადარჩენაში“ – თქვა დოქტორმა ფეურერმა.

დორნერი აქტიურადაა ჩართული როკფორდის ქალთა მარშში და ასევე United Way of Rock River Valley-ის გუნდის წევრია. 2019 წელს იგი დასახელდა როკფორდის 40-წლამდე  ასაკის 40 ლიდერთა შორის. ბოლო ორი წლის განმავლობაში დორნერი ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა ამავე ორგანიზაციაში. 2014 წელს როკფორდში დაბრუნებამდე ის იყო მინესოტას ექთნების ასოციაციის შრომითი ურთიერთობების სპეციალისტიც.