საქართველო ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების ასოციაცია WAIPA-ს წევრი გახდა.
შუამავალი ბრენდია Invest In Georgia, რომელიც სახელმწიფო უწყება „აწარმოე საქართველოს“ ნაწილია. იგი ერთგვარი მედიატორია უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის და მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.
WAIPA საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დააარსა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კომიტეტმა (UNCTAD) და ამჟამად გაერთიანებაში მსოფლიოს 130 ქვეყანა შედის. ორგანიზაცია მუდმივად ატარებს კონფერენციებსა და სემინარებს საინვესტიციო ბაზრის ახალი ტენდენციების შესახებ და ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ასოციაციის წევრობა საქართველოს გაუმარტივებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძიებასა და მოზიდვას.