ჯანეტ იელენი, პირველი ქალი აშშ-ს ფინანსთა მინისტრის პოსტზე

84 ხმა 15-ის წინააღმდეგ, სენატმა 25 იანვარს გამართულ სხდომაზე ასე დაამტკიცა პირველი ქალი, ჯანეტ იელენი ყველაზე მაღალ თანამდებობაზე სახელმწიფო ხაზინაში. ის სწრაფად და ორპარტიულად დაინიშნა თანამდებობაზე, რაც ხაზს უსვამს, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხარდაჭერას: „ქალბატონი იელენის ორმხრივი მხარდაჭერა ასახავს მის გამოცდილებას, ამასთან, მიუთითებს, მის კვალიფიციურობაზე მართოს ჩვენი დროის ეკონომიკური გამოწვევები“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე.

Photo Credits to Alex Wong / Getty Images

იელენს რამდენიმე უპირატესობა აქვს: მას კარგად იცნობენ და პატივს სცემენ ორივე პარტიის დეპუტატები და ასევე მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება ეკონომიკური გამოწვევების მართვის მიმართულებით: „რამდენიმე ადამიანი ფლობს იელენის მსგავს გამოცდილებას, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში“ – თქვა შუმერმა. იელენი იყო პირველი ქალი, ვინც ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღვანელობდა 2014 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას კაბინეტში და პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს. თავისი კარიერის განმავლობაში, იელენმა მხარი დაუჭირა ფინანსურ რეგულაციებს, მათ შორის დოდ-ფრანკის კანონმდებლობას, რომელიც 2010 წელს შემოიღეს, საბანკო სისტემის რეფორმირებისთვის.

74 წლის იელენმა მხარი დაუჭირა სხდომაზე პროგრესულ საგადასახადო კოდექსს და თქვა, რომ „ნებისმიერი ეკონომიკური ცვლილება მხოლოდ პანდემიის მასშტაბების შემცირების შემდეგ მოხდება.“ მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა ძალიან არ გადაუხვიოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრ ტაქტიკას ჩინეთის მიმართ.