ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში, ამერიკელი ეკონომისტები, რობერტ ვილსონი და პოლ მილგრომი გახდნენ. სტენდფორდის უნივერსიტეტის ორ ეკონომისტს ნობელის პრემია აუქციონის თეორიის გაუმჯობესებისა და აუქციონის ახალი ფორმატის შემუშავებისთვის გადაეცათ.
მეცნიერებმა შეისწავლეს აუქციონის მუშაობის პრინციპები და შეიმუშავეს აუქციონის ახალი ფორმატები საქონლისა და მომსახურებისათვის, რომელთა ტრადიციული გზებით გაყიდვა საკმაოდ რთულია (მათ შორის რადიო სიხშირეების გაყიდვის ტექნიკა). ნობელის პრემიის კომისიის თანახმად, რობერტ ვილსონისა და პოლ მილგრომის თეორიული აღმოჩენა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს სავაჭრო საქმიანობაში ჩართულ თითოეულ ადამიანსა და კომპანიას.
გამარჯვებულებს ჯილდოდ საპატიო მედლები და 10 მილიონი შვედური კრონა გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში ბოლოა იმ ექვს საერთაშორისო ჯილდოს შორის, რომელსაც შვედეთის სამეცნიერო აკადემია ყოველწლიურად გასცემს და ამით 2020 წლის ნობელიანტების გამოცხადების პროცესი სრულდება.