ტურიზმის სექტორმა საქართველოს მთავრობას ეკონომიკის გახსნის თაობაზე 5 პუნქტიანი სარეკომენდაციო წერილი წარუდგინა

ტურიზმის ინდუსტრიამ მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინა ღია წერილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ.

Photo by Clive Kim from Pexels

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული მკაცრი წერტილოვანი გეგმის ამოქმედება დაიწყო 28 ნოემბრიდან, რომელის შემსუბუქებაც 1 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა 22 იანვრის გადაწყვეტილებით აღნიშნული შეზღუდვები კიდევ 1 თვით გახანგრძლივდა.

სწორედ ამის საპასუხოდ ტურიზმის სექტორმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით შეადგინა 5 პუნქტიანი სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც საუბარია ტურიზმის სფეროს გახსნის აუცილებლობის შესახებ შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. ზამთრის კურორტების გახსნა
  2. სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა შესაბამისი რეგულაციების დაცვით
  3. კოვიდ დაზღვევის პროგრამის შემუშავება უცხოელი ვიზიტორებისთვის
  4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე მუზეუმების, რესტორნებისა და სხვა გასართობი თუ ღირსშესანიშნავი დაწესებულებების ამუშავება შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვითა და კონტროლით
  5. კერძო სექტორის ჩართულობით სპეციალური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც დაევალება ტურიზმის 2021 წლის სტრატეგიის შემუშავება