გლობალურმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings სამი ქართული ბანკის მხარდაჭერის რეიტინგი 4-დან 5-მდე შეამცირა და შეცვალა ბანკების მხარდაჭერის B დონე „არ არის დონით“ (no floor). ეს ცვლილებები შეეხო შემდეგ ბანკებს: სს თიბისი ბანკი (TBC), სს საქართველოს ბანკი (BOG) და სს ლიბერთი ბანკი (LB). სარეიტინგო მოქმედებები მოჰყვა ბოლო დროს შემოღებულ ბანკის რეზოლუციის კანონმდებლობას.
Fitch-ისვე განცხადებით, საქართველოს გირაოს შეფარდების (bail-in regime) რეჟიმი გარკვეულწილად შეესაბამება ბევრ განვითარებულ ბაზარზე შემოღებულ ჩარჩოებს, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლებას მკაფიო მექანიზმით, დააკისროს „ფეილდ“ ბანკების ღირებულება კრედიტორებს და არა გადასახადების გადამხდელებს გაკოტრების საქმის წარმოების გარეშე.
რეჟიმი არ ითვალისწინებს bail-in-ით უზრუნველყოფას სავალდებულო უფროსი კრედიტორისთვის წარუმატებლობის შემთხვევაში. Fitch-ის განცხადებით, უფროსი კრედიტორების მხარდაჭერა მაინც შესაძლებელია, თუმცა რეზოლუციის ჩარჩოს მიღება, მხარდაჭერის შესაძლებლობების შეზღუდვებთან ერთად, ნიშნავს, რომ მხარდაჭერაზე დაყრდნობა აღარ შეიძლება.
Fitch-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერის შესაძლებლობა შეზღუდულია, უპირველეს ყოვლისა, საბანკო სისტემის მაღალი დოლარიზაციის გამო. საბანკო სისტემის FC–ის ვალდებულებები შეადგენს 9,4 მილიარდ აშშ დოლარს და ბევრად აღემატება ეროვნული ბანკის უცხოურ-გაცვლით სავალუტო რეზერვებს, რომლებიც 3,9 მილიარდი აშშ დოლარია. შედეგად, Fitch საფრთხედ აღიქვამს ბანკების მიერ ხელისუფლების მხარდაჭერის საჭიროებას, რაც ემთხვევა ხელისუფლების შეზღუდულ შესაძლებლობებს, უზრუნველყოს მხარდაჭერა, ქვეყნის საგარეო ფინანსებში არსებული სტრესის გამო.