საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2020 წლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14,8 პროცენტით ნაკლებია. მთლიანობაში, ექსპორტი 3 342,1 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 8 005,6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ იმპორტი ექსპორტს 4 663,4 მლნ. აშშ დოლარით აღემატება და საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,1 პროცენტს შეადგენს.
ქვეყნის 2020 წლის საექსპორტო მაჩვენებლის 21,5%-ს ევროკავშირის წევრი ქვეყნები იკავებენ, ხოლო, 45,2%-ს დსთ-ის ქვეყნები. რაც შეეხება, იმპორტს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე 24%, ხოლო დსთ-ს წევრებზე 29,9 % -ი მოდის. დარჩენილ პროცენტულ მაჩვენებლებს კი სხვა ქვეყნები იკავებენ.
ანგარიშის მიხედვით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი) შედიან. ხოლო საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან საწყისი პოზიციები სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს (მთელი ექსპორტის 21.8%) , მსუბუქ ავტომობილებსა( მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი) და ფეროშენადნობებს (7.4 პროცენტი) უკავია.
რაც შეეხება, უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორების სამეულს იგი თურქეთის (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთისა (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთისგან (708.7 მლნ. აშშ დოლარი) კომპლექტდება. ხოლო, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიდან საწყისი პოზიციები მსუბუქ ავტომობილებს(მთელი იმპორტის 9.5%), სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს (იმპორტის 6.7 პროცენტი), ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს (იმპორტის 6.2 პროცენტი) უკავიათ.
და ბოლოს, ქვეყნის 2020 წლის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების სამეულს, თურქეთი, რუსეთის და ჩინეთი წარმოადგენენ.