Wardruna-მ პანდემიის გამო გადადებული მე-5 ალბომი გამოსცა. ალბომი 2021 წლის 22 იანვარს გამოვიდა. ალბომის სახელი ითარგმნება როგორც თეთრი ყორანი.
Wardruna 2003 წელს შექმნილი მუსიკალური ჯგუფია, რომელიც სკანდინავიური ფოლკლორულ მუსიკაში სპეციალიზდება. ისინი იყენებენ ტრადიციულ სკანდინავიურ მუსიკალურ საკრავებს, რომლებიც მუსიკას დრამატულობასა და ემოციას მატებს.
ალბომი ჯამში 11 ნაშრომს აერთიანებს, მათ შორის: Synkverv, Kvitravn, Skugge, Grá, Fylgjutal, Munin, Kvit hjort, Viseveiding, Ni , Vindavlarljod და Andvevarljod.
Wardruna-ს შემოქმედება საზოგადოებისთვის შესაძლოა სერიალ ვიკინგებიდან იყოს ნაცნობი, სადაც მათ მიერ შექმნილი მუსიკა, Völuspá – სისხლიანი არწივის სცენას აფორმებს და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ სცენას.
ერთგულ მსმენელს ალბომის გამოწერა 22 იანვრიდან Wardruna-ს ვებგვერდზე შეუძლია.