2021 წლის 24 იანვარს პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩვენებში მეორე ვადით აირჩიეს მარჩელო დე სუზა. მან ხმათა 62% დააგროვა. დე სუზა პორტუგალიის რიგით მეოცე პრეზიდენტია. ის ქვეყნის პირველი პირის თანამდებობას 2016 წლის 9 მარტიდან იკავებს და ამ თანამდებობას მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს.
არჩევნებში მეორე ადგილი სოციალისტმა ანა გომესმა დაიკავა – მან ხმათა დაახლოებით 13% მოიპოვა, მას მცირედით ჩამორჩა პოლიტიკურ ასპარეზისათვის ჯერ კიდევ ახალი სახე, მემარჯვენე ანდრე ვენტურა, რომელმაც არჩევნებში ხმათა 12%-ის დაგროვება შეძლო.
ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ გასაკვირი არ იყო, რომ ამ არჩევნებში დე სუზა გაიმარჯვებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიის მე-16 პრეზიდენტ ანტონია რამბალო ინესით დაწყებული, ყველა მომდევნო პრეზიდენტი ორი ვადით იქნა არჩეული.
დე სუზა სოციალ დემოკრატების პარტიას წარმოადგენდა. თუმცა პრეზიდენტობის პერიოდში მან პარტია დატოვა და მოღვაწეობას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ისე აგრძელებს.