თებერვლის ბოლოს ლილოს ტერიტორიაზე McDonald’s-ის პურის ქარხანა გაიხსნება

სულ მალე საქართველოში, ლილოს ტერიტორიაზე გაიხსნება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “მაკდონალდსის” პურის ქარხანა, რომელშიც  „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

Photo Credits to Giorgi Khmaladze

მისი თქმით, აღნიშნული პურის საწარმო იქნება მსოფლიოში მეოთხე თავისი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პურის წარმოებას, რომელიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში მდებარე რესტორნებში, არამედ გავა ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქარხნის მოწყობა და დანადგარების მონტაჟი.

გარდა ამისა, 2021 წელს თემურ ჭყონიას გეგმაში აქვს 3 ახალი რესტორნის გახსნა.