2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით, 107 ქვეყანას შორის, საქართველო 26-ე ადგილზეა. ამის შესახებ აღნიშნულია GHI-ის ახალი კვლევაში, რომლის თანახმადაც, საქართველო 6.1 ქულით შიმშილის დაბალი დონის ქვეყნებს შორის არის.
აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს სერბეთს, სომხეთს, ირანსა და ყირგიზეთს, თუმცა ჩამორჩება რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ბულგარეთს.
ამასთან, GHI-ის მონაცემებით, 2000 წლის შემდეგ საქართველოში შიმშილის დონის კლების ტენდენცია აღინიშნება. თუმცა, 2012 წელთან შედარებით, 2020 წლის მონაცემებში შიმშილის დონის მაჩვენებელი გაზრდილია.
ამავე კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა მადაგასკარში, აღმოსავლეთ ტიმორსა და ჩადიში არის. ხოლო GHI-ის რეიტინგის საწყის პოზიციაზე ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბრაზილია არიან.