16 წლის მაია ვუგი ფერარის მრბოლელთა აკადემიაში პირველი ქალი მძღოლი იქნება.
ვუგი Girls on Track- Rising stars პროგრამის ფინალური ეტაპის გამარჯვებულია. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში მაიამ 17 წლის დორიანს, 14 წლის ანტონელა ბასანისა და 15 წლის ჯულია აინუბს აჯობა. ოთხივე მათგანს ჩაუტარდა სიჩქარის ტესტი, შეფასდა ასევე მათი პოტენციალიც. მიღებული შედეგით ესპანელ გოგონას საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ფინალური ეტაპი ფერარის სათაო ოფისში, მარანელოში, იტალიაში გაიმართა.
მაია ვუგი 7 წლიდან კარტინგით იყო გატაცებული. „არასდროს დამავიწყდება ეს დღე. ბედნიერი ვარ , რომ მე ვიქნები პირველი ქალი მძღოლი , რომელიც ფერარის აკადემიას შეუერთდება. ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მე ვიმსახურებ აკადემიის უნიფორმის ტარებას“ – ამბობს ის.
შეჯიბრში ხუთი სხვადასხვა კონტინენტიდან ოცი მრბოლელი მონაწილეობდა. ისტორიის განმავლობაში ფორმულა ერთს მხოლოდ ორი ქალი მრბოლელი – 1958 წელს მარია ტერესა დე ფილიპსი და 1975 წელს ლელა ლომბარდი ჰყავდა. გამარჯვებული მაია 2021 წლის სეზონში ფორმულა 4-ში იასპარეზებს.