ამერიკული სუპერთასის პირველი ქალი მსაჯი

2015 წლის 2 აპრილი – დღე, როდესაც სარა ტომასის ტელეფონზე ზარი გაისმა. ეკრანზე ნიუ-იორკის სატელეფონო კოდი გამოჩნდა.

ტომასს სურდა, რომ შეტყობინების მიღმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL)  ვიცე პრეზიდენტი ბლანდინო ყოფილიყო. მისი სურვილი ახდა. ბლანდინომ ტომასს ახალი ამბავი აცნობა – ის ლიგის პირველი ოფიციალურად სრულუფლებიანი ქალი არბიტრი  გახდა.

Credits to Getty images

47 წლის სარამ ამჯერად ახალი ბარიერი გადალახა. ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ამერიკულ სუპერთასს გაუწევს მეთვალყურეობას.  პოზიციაზე კანდიდატურის დასადასტურებლად მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილებაა საჭირო. ეროვნული ლიგის აღმასრულებელი დირექტორის ტროი ვინსენტის თქმით, სარამ ისტორიაში კვლავ შექმნა პრეცენდენტი:

,,საქმისადმი ერთგულებამ და მონდომებამ მას მისცა შესაძლებლობა, სუპერთასზე ემსაჯა. ვულოცავთ მას ამ დამსახურებულ პატივს.“

სარა ტომასის თავგადასავალი ეროვნულ ლიგაში მაშინ დაიწყო, როდესაც მისი სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. მან უნივერსიტეტი 1995 წელს დაასრულა, სადაც კალათბურთს თამაშობდა. სპორტული მიზანსწრაფულობის ზეგავლენით, მოგვიანებით ფეხბურთის მსაჯობა გადაწყვიტა.

Credits to Pro Football Network

როგორც ახალბედა ადამიანთა დიდმა ნაწილმა, სარამ კარიერის წარმართვა დაწყებითი კლასის თამაშების მეთვალყურეობით დაიწყო. 2007 წელს, მას შემდეგ, რაც სარამ მისისიპიში საშუალო სკოლის ჩემპიონატზე აბრიტრის როლი შეასრულა, მან მიიღო შეტყობინება ESPN-ის იმდროინდელი ხელმძღვანელისგან, გერი ოსტინისგან. ოსტინი მოგვიანებით მისი დამქირავებელი გახდა და მის მსაჯად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სარა ტომასის ლიგაში ყოფნა ექვს სეზონსა და 4 პოსტსეზონურ თამაშს ითვლის. ამერიკული სუპერთასი – ყოველწლიური საფეხბურთო შეჯიბრი – თებერვლის პირველ კვირაში გაიმართება.

 

გამოყენებული მასალა:

https://www.forbes.com/sites/emilyiannaconi/2021/01/20/sarah-thomas-to-make-history-as-first-woman-to-officiate-a-super-bowl/?sh=1b16d9aa68de&utm_source=TWITTER&utm_medium=social&utm_content=4421720739&utm_campaign=sprinklrForbesMainTwitter