საქართველოს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2020 წელს

საქართველოში 15 კომერციული ბანკია. ბუნებრივია, კორონავირუსით გამოწვეულმა მდგომარეობამ საქართველოში საბანკო სექტორზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2020 წელს 99.26 მლნ ლარი შეადგინა, რაც 89.6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან  შედარებით, როდესაც წმინდა მოგება შეადგენდა 953.63 მლნ ლარს.

Photo Credits to NBG

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოლოდინის გასამკლავებლად შექმნილი რეზერვების გამო, საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2020 წლის პირველი კვარტალი უარყოფითი წმინდა მოგებით დაამთავრეს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის მარტში კომერციულმა ბანკებმა 943,13 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს, წლის მომდევნო თვეებში ბანკებს ზარალი აღარ ჰქონიათ.

რაც შეეხება 2020 წლის დეკემბერს, საქართველოს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ შეადგინა 100,73 მლნ ლარი, რაც 31,28 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის დეკემბერთან შედარებით, თუმცა 16,24 მლნ ლარით მეტი 2020 წლის ნოემბერთან შედარებით.