გრაფიკული მედიცინა – მხატვრობის და კომიქსების ახალი მიმდევრობა

Photo credit to Lydia Gregg

გრაფიკული მედიცინა – მხატვრობის ახალი ჟანრია, რომელიც სამედიცინო სფეროში მოქცეულ ისეთ თემებს განიხილავს, როგორებიცაა კიბო, ანორექსია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა და სხვა, თანაც გასართობი და შემეცნებითი გზით. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად პაციენტებისა და სამედიცინო პროფესიონალებისთვის იყო შექმნილი, როგორც სხვადასხვა მდგომარეობების შესასწავლი ხელსაწყო, ახლა ხშირად გვხდება ჩვეულებრივ მაღაზიებს თუ ბიბლიოთეკებში. სიტყვებისა და სურათების კომბინირებული ენა, რომელიც კომიქსებშია თავმოყრილი, აცნობებს მკითხველს ავტორის პირად გამოცდილებას ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის შესახებ. ამ გზით ხელოვნება ამ ამბავს სუბიექტურ და ემოციურ ხასიათს ჰმატებს. ავტორის შიდა, ინდივიდუალური თვალსაზრისი აბალანსებს სამედიცინო სიმპტომებისა და დიაგნოზების გარე, კლინიკურ სფეროს. გარდა ამისა, იმ ადამიანებისთვის ვინც იზიარებს ავტორის მსგავსად ამა თუ იმ ჯანმრთელობის პრობლემას, ეს არის გზა ინფორმაციის მიღებისა.

Photo Credit to Myriad

ბრიტანელი კომიქსების მხატვარი, ანიმატორი და ექიმი იან უილიამსი (Dr. Ian Williams) პირველია, ვინც ტერმინი „გრაფიკული მედიცინა“ შემოიღო და შექმნა გრაფიკული მედიცინის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ამ საკითხით დაინტერესებულ მხატვრებს. მან ეს სამედიცინო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის დროს გააკეთა – „ნაწილობრივ იმისათვის,  რომ მქონოდა საბაბი შემეწყვიტა ჩემი დისერტაციის წერა“, – ამბობს ის. უილიამსი ხსნის გრაფიკულ მედიცინას, როგორც „ყველაფერი, რაც ხდება კომიქსებსა და ჯანდაცვას შორის.“ ორგანიზაცია ყოველთვიურად მართავს შეკრებებს, რასაც უწოდებენ ‘მხატვრობა ერთად’ (Drawing Together), სადაც საზოგადოებას აქვს საშუალება ერთად დახატონ და გაიზიარონ ერთმანეთის ამბები.

ელენ ფორნი (Ellen Forney), პროფესიონალური ანიმატორი, რომელმაც ოცი წლის ასაკში შეაბიჯა გრაფიკული მედიცინის სამყაროში. 1998 წელს სანამ 30 წლის გახდებოდა მას დაუსვეს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი, და ელენის თქმით ეს დიაგნოზი „ჩაიძირა ისე, როგორც მზე იმალება ღრუბლების უკან“. კომიქსები მისთვის იყო ძალიან ახლო და ნაცნობი ენა, სწორად მათ მიმართა კომფორტის მოსაძებნად და აღფრთოვანებული იყო, როდესაც აღმოაჩინა ეს ახალი ჟანრი. თავდაპირველად, ფორნიმ დაიწყო კომიქსების შექმნა საკუთარი თავისთვის, მენტალური ავადმყოფობის თანაცხოვრებასთან გამოცდილების შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კომიქსებით მან შექმნა გრაფიკული მემუარი/მოგონება – Marbles: Mania, Depression, Michelangelo, and Me. „მე ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა ჩემთვის და გამეშუქებინა სხვა ხალხისთვისაც, რადგან მე მთხრობელი ვარ და ვფიქრობდი, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო“, – ამბობს ელენი. „ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამოცდილება, რაც დიდი არეულობა იყო, მაგრამ ამბავი იმისა თუ როგორ უნდა შევკრათ ეს ნაწილები ერთად? როგორ მივიდეთ განკურნებამდე? მნიშვნელოვანი ნაწილი იმ როლისა, რაც ჩვენ მთხრობელებს გვაქვს, არის ის, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ გამოსავალი თუ არა, თუნდაც იმედის ქონის შესაძლებლობა“. 2012 წელს გამოქვეყნებული მოგონება ახლა მიჩნეულია გრაფიკული მედიცინის კანონად.

Photo by Dave Tada

ბრიტანელი ანიმატორი ჯემა ქორელი (Gemma Correll) ამბობს, რომ გრაფიკული მედიცინა დაეხმარა მას შფოთვითი და დეპრესიული გამოცდილებების დროს. ამიტომ საკუთარ ნამუშევრებში ის აერთიანებს იუმორს და ინფორმაციას, რადგან მისი აზრით მრავალი ადამიანისთვის მოსახერხებელი და გასაგები ფორმატია. „ზოგჯერ კარგიც არის გაიცინო საკუთარ თავზე, განსაკუთრებით როდესაც თავს ნამდვილად ცუდად გრძნობთ“, – ამბობს ის. „თუკი ექიმთან მჭირდებოდა წასვლა ძალიან მიჭირდა რაიმე პრობლემის გაჟღერება, ამიტომაც ამ პრობლემებს ყოველთვის ვწერდი და შემდეგ ვაწვდიდი ამ ფურცელს სადაც ეწერა თუ როგორ ვგრძნობდი თავს“.

ფორნისა და ქორელის კომიქსები არა მხოლოდ დაეხმარა მათ პირადად, არამედ უბიძგა მათ მკითხველებს სოლიდარობის პოვნაში და საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების ამოცნობაში.