2021 წლის 21 იანვრიდან CW-ზე მაყურებელს სერიალის „Walker“ ნახვა შეეძლება. სერიალი 1993-2001 წლებში გადაღებულ სატელევიზიო შოუს „ვოქერი, ტეხასელი რეინჯერი“ ეფუძნება. ორიგინალ პროექტში მთავარ როლებს შირა უილსონი და ჩაკ ნორისი ასრულებდნენ.
სერიალის შემქმნელი ანა ფრიკეა – მისი შემოქმედებიდან მაყურებლისთვის შესაძლოა შემდეგი ნამუშევრები იყოს ცნობილი: „იყო ადამიანი“, „მამაკაცები ხეებზე“ და „ფიჭვები“ იყოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის სამსახიობო შემადგენლობა საკმაოდ ნაცნობი და საყვარელია მაყურებლისათვის. ქორდელ ვოქერის როლშია ჯარედ პადალეკი, რომელმაც მაყურებელს თავი „ზებუნებრივითა“ და „ცვილის სახლით“ დაამახსოვრა. სერიალში მიკი რამირესის როლს ლინდსი მორგანი შეასრულებს. ლინდსიმ თავი მაყურებელს სერიალ „ასეულითა“ და ფილმ „სკაილაინით“ დაამახსოვრა. მათ გარდა სატელევიზიო შოუს ქასთში გამორჩეულ ადგილს ოდეთე ანაბელი, ვიოლეთ ბრინსონი, მოლი ჰეგანი და ქიგან ალენი იკავებენ.
სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა უკვე შედგა და IMDB-ზე საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. დრამისა და სათავგადასავლო სერიალების მოყვარულთ კი პოპკორნის მომარაგებაღა დარჩენიათ.