ქალების დაბრუნება ავტორბოლაში

800 კილომეტრი, 200 წრე და 33 მძღოლი- მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივ ავტორბოლას Indy 500-ს წელს ქალებიც უერთდებიან. ბეტ პარეტამ და სიმონა დე სილვესტრომ შესაძლოა ახალი ეპოქა შექმნან.

Photo Credits to FIA formula E

გუნდი, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ბეტ პარეტა, Paretta Autosport-ის აღმასრულებელი დირექტორი  პილოტ სიმონა დე სილვესტროსთან ერთად პირველობის მოპოვებას ეცდება. ,,ცვლილებები გველის“-განაცხადა პარეტამ-,, გასული წლების განმავლობაში გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა ავტორბოლებში ქალების ჩართვის კუთხით, რაც უკვე დიდი მიღწევაა“.

ჯგუფი, რომელიც პარეტას ინიციატივით შეიქმნა როჯერ პენსკის, ყოფილი ავტომრბოლელისა და ამჟამად Penske Automotive Group-ის დირექტორის 2020 წლის ინიცირებული პროექტის ,, რბოლა თანასწორობისა და ცვლილებისთვის“ ნაწილია და ქალების ამ სპორტის სახეობაში წარმოჩენას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, სწორედ პენსკე უზრუნველყოფს გუნდის ტექნიკურ მხარდაჭერასაც: ,, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სიმონას საუკეთესო მანქანა ჰყავდეს, რათა მან საუკეთესო შედეგის მიღება შეძლოს.  Indy 500 უდიდესი რბოლაა მსოფლიოში და ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს Borg-Warner-ის თასზე ქალების სახეებსაც ვიხილავთ“.

შვედ პილოტ სიმონა დე სილვესტროს ინდიქარის ავტო შეჯიბრში ადრეც მიუღია მონაწილეობა. 2010 წლიდან 2014 წლამდე ახალბედა მრბოლელმა ხუთჯერ იასპარეზა, რის შემდეგაც  ფორმულა E-ში გადაინაცვლა. 2015-2016 წლებში ის სწორედ ამლინ ანდრეტის გუნდს წარმოადგენდა შეჯიბრებებში.  გარდა ამისა, სილვესტრო უკანასკნელი ქალი იყო, რომელსაც F1-თან (ფორმულა 1-თან) ჰქონდა თეორიული კონტრაქტი, რომელმაც ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა, რადგან საჭირო თანხებისა და სპონსორების მოძიება ვერ შეძლო.

ინდიქარის რბოლაში მხოლოდ 4 ქალს აქვს მონაწილეობა მიღებული 2010, 2011 და 2013 წლებში. 2020 წელს კი იყო პრეცენდენტი, როდესაც ქალებს არცერთი სახის ავტო შეჯიბრში არ უასპარეზიათ. Indy-500 30 მაისს დაიწყება.