თურქეთმა Periscope-ს, Twitter-სა და Pinterest-ს სარეკლამო აკრძალვები დაუწესა. მიზეზი ახალი კანონის დარღვევაა – თურქეთის კანონით სოციალური მედიის შესახებ, კომპანიები ვალდებულნი იყვნენ დაესაქმებინათ თურქეთის მოქალაქეები შესაბამის პოზიციებზე.
ახალი კანონის თანახმად, პასუხისმგებელ პირს შეუძლია გააკონტროლოს მედია საშუალებების კონტენტი და არასასურველი ინფორმაცია მათი პლატფორმებიდან წაშალოს კიდეც. კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიები ჯარიმდებიან და კონკრეტული შეზღუდვებიც დაუწესდებათ კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (BTK) მიერ.
ახალმა მედია კანონმა უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთის მოსახლეობაში. მათი აზრით, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, სანქციების დაწესებით კი თურქეთის მთავრობა განსხვავებული აზრის კონტროლს შეძლებს.
ოქტომბერში მიღებული კანონი უკვე შეასრულა YouTube-მა, TikTok-მა, Dailymotion-მა და VKontakte-მ. ასევე, Facebook-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისიც მზადაა ახალ კანონს დაემორჩილოს.