16 იანვარს ეტლში მჯდომი ლაი ჩი-ვაი ჰონგ-კონგის 250 მეტრიან ცათამბჯენზე აცოცდა (89 სართულიანი ნინას კოშკი), ზურგის ტვინის პრობლემის მქონე პაციენტებისთვის ფულის შეგროვების მიზნით. ღონისძიების შედეგად $670,639 მოცულობის შემოწირულობა შეგროვდა.
37 წლის პროფესიული ალპინისტი, რომელიც ოთხჯერ იყო აზიის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში და გლობალურ რეიტინგში მერვე ადგილს იკავებდა ახლა პარაპლეგიკური სპორტსმენია.
10 წლის წინ იგი ავარიაში მოჰყვა, რის გამოც წელის ქვემოთ სრულიად პარალიზებულია. უბედური შემთხვევის შემდეგ მან მაინც განაგრძო კარიერა, თუმცა ამჟამად ეტლით. ხუთი წლის წინ ავიდა 495 მეტრიან Lion Rock-ზე, რაც ადგილობრივ კულტურაში სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლოა. როგორც თავად ამბობს, იმის ცოდნამ, რომ კიდევ ჰქონდა შანსი და შესაძლებლობა, უბედური შემთხვევის მიუხედავად, უბიძგა ცხოვრებაში ახალი მიმართულების პოვნისკენ. „დამავიწყდა რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ვიყავი, ოცნება მაინც შემეძლო და იმის კეთება რაც მიყვარს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შეუძლია იბრწყინოს, ამავდროულად შეუძლია იყოს ახალი შესაძლებლობების, იმედის, სინათლის მომტანი და ხალხმა არ უნდა დაინახოს ის როგორც სუსტი არსება.“ – ამბობს ლაი ჩი-ვაი.