ნინო სუქნიძე თიბისი ბანკისა და თიბისი ბანკის ჯგუფის დამოუკიდებელ არააღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ პოზიციაზე არჩეულ იქნა რაჯივ სონიც.
ნინოს სუქნიძეს 18-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ის დიდი ნდობით სარგებლობს როგორც უცხოელ, ასევე – ქართველ კლიენტებთან. აღსანიშნავია, რომ ის არის იურიდიული კომპანიის „სუქნიძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი. ნინო სუქნიძის საქმიანობა უკავშირდება საბანკო, საფინანსო, საკორპორაციო, კაპიტალის ბაზრის, ტელეკომუნიკაციების, შრომის, ენერგეტიკისა და არაერთ სხვა სფეროს. მას უმუშავია ტრანზაქციების მიმართულებით და ასევე აქვს დავებში წარმომადგენლობის მრავალწლიანი გამოცდილება.
2017-2020 წლებში ის საქართველოს ბანკის მთავარი კონსულტანტი იყო. ამ პოზიციის დაკავებამდე ნინო იყო საერთაშორისო იურიდიული კომპანია „DLA Piper საქართველოს“ მთავარი ადვოკატი და იურიდიული დირექტორი. ამავე პერიოდში ის იკავებდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons Georgia-ს იურიდული მრჩეველის პოზიციას.
ნინო სუქნიძე იყო საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ფინანსური დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მანამ, სანამ საკონსულატიო სფეროში დაიწყებდა მუშაობას. მას გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჰოლანდიაში არაერთ იურიდიულ კომპანიაში. ის ასევე იკავებდა PA Consulting Group Gmbh-ს საქართველოს წარმომადგენლობის მთავარი იურიდიული მრჩევლის პოზიციას.
ნინო სუქნიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის ალუმნია. ის ფლობს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (LL.M cum laude) ბიზნეს და სავაჭრო სამართალში.