სინგაპურში, OCBC-ის გაერთიანებასა და ბანკში, არასდროს ჰყოლიათ ქალი მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, თუმცა ეს ყოველივე რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. 59 წლის ჰელენ ვონგი პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება ამ დაწესებულებაში, მან სამუელ ციენი შეცვალა. 66 წლის ციენი 9 წელი იკავებდა პოზიციას. ის 14 აპრილს სამსახურს დატოვებს.
8 იანვარს ბანკის თავჯდომარემ, ოი სენ კუანმა, განაცხადა, რომ საბჭო, როგორც ბანკის თანამშრომლებში, ასევე მის გარეთ ეძებდა შესაფერის კანდიდატს. თუმცა, დღეს ის დარწმუნებულია, რომ ქალბატონი ვონგი საუკეთესოა პოზიციისთვის.
ქალბატონმა ვონგის კარიერა 1984 წელს დაიწყო, ის თავიდან ბანკის მენეჯერი იყო. 1986 წლიდან ის არაერთი კომპანიის წევრი გახლდათ და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წელს ჰონგ-კონგის ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე, HSBC-ს აღმასრულებელი დირექტორი, OCBC-ს გაერთიანების უფროსი მსხვილ ბანკებთან ურთიერთობაში – ეს ის პოზიციებია, რომლებიც ქალბატონ ვონგს ეკავა წლების განმავლობაში.
ქალბატონმა ჰელენმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ციენის სწორი ლიდერობის გამო ბანკმა შედარებით მარტივად გადაიტანა კრიზისი. მან ასევე დაამატა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებს OCBC-ს პრინციპებს და ეცდება, ფინანსური ინსტიტუტი კიდევ უფრო გააძლიეროს.