ბრიტანეთის უდიდეს პროფესიულ კავშირს პირველად ქალი ლიდერი ეყოლება

ბრიტანეთის პროფესიულმა გაერთიანება Unison-მა არსებობის ისტორიაში პირველად აირჩია ქალი ლიდერი. კრისტინა მაკკენმა ხმათა 47% მიიღო და ამ პოსტზე დეივ პრენტისი ჩაანაცვლა, რომელიც თითქმის 20 წელი მართვადა გაერთიანებას.

Photo Credits to UNISON

Unison-ი 1993 წელს დაფუძნდა და 1.3 მილიონი წევრისაგან შემდგარი გაერთიანებაა. მისი წევრები უმეტესად საზოგადოებრივ, ჯანდაცვის, განათლების სფეროში მოღვაწეობენ. გაერთიანება დასაქმებულებს ეხმარება სამსახურეობრივ საკითხებში, როგორიცაა კომპენსაციის მიღება, მომსახურების პირობები, იურიდიული კონსულტაცია და ა.შ.

კრისტინა მაკკენი Unison-ში 1993 წლიდანვე მუშაობს, ხოლო 2018 წელს გენერალური მდივნის ასისტენტის პოზიცია დაიკავა. ასევე, მონაწილებდა მოლაპარაკებებში ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და თანასწორობის საკითხებში.  გაერთიანების პირველი ქალი გენერალური მდივანი ამ პოსტზე საქმიანობას 2021 წლის 22 იანვარს შეუდგება.