JPMorgan Chase & Co.-ს , ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი საბანკო ორგანიზაციის განცხადებით, ბიტკოინის ღირებულებამ მალე შესაძლოა $146,000-ს მიაღწიოს და ოქროზე ძვირფასი გახდეს.
J.P. Morgan-ის ანალიტიკოსების კვლევის მიხედვით, ამ ნიშნულის მისაღწევად ბიტკოინის ბაზრის საერთო ღირებულება, რომელიც ამჟამად 575 მილიარდ დოლარს შეადგენს, 4,6-ჯერ უნდა გაიზარდოს და კერძო სექტორის ოქროს ინვესტიციებს გაუტოლდეს. თუმცა ეს პროცესი საკმაოდ რთული იქნება ბიტკოინისთვის, ვინაიდან მიზნის მისაღწევად მთავარი წინაპირობა განვითარების მყარი ტემპების შენარჩუნება, პოზიციების გამაგრება და სტაბილურობაა.
„ფულად ბრუნვაში პირველობის მოპოვება და ოქროს ვალუტისთვის გადასწრება ბიტკოინისთვის გრძელ ვადაში საოცარი წარმატებების მომასწავებელი იქნება, თუმცა ბიტკოინსა და ოქროს შორის გადაფასება და მერყეობის ბრძოლა მინიმუმ რამდენიმეწლიანი პროცესია. ამის მისაღწევად ბიტკოინმა წელს $146,000-ის ღირებულება უნდა მოიპოვოს.“
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ბიტკოინის ღირებულება $40,000 გახდა, რაც წინა თვესთან შედარებით ორჯერ მეტია. ბიტკოინი ამჟამად კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების ორ მესამედს ფლობს.