ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი ,,დასაწყისი“ იქნება

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი – ,,დასაწყისი“ – იბრძოლებს.

ფოტო: არსენი ხაჩატურან

ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისიის საშუალებით საქართველოს კანდიდატი ფილმი 8 ოქტომბერს ფარული კენჭისყრით გამოავლინა. კონკურსში სამი ფილმი მონაწილეობდა: დეა კულუმბეგაშვილის ,,დასაწყისი“, უტა ბერიას ,,უარყოფითი რიცხვები“ და ოთარ შამათავას ,,ურსუსი.“  13 კომისიის წევრიდან დეა კულუმბეგაშვილის ფილმს მხარი 11-მა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ,,დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სელექციაში მოხვდა. ფილმის ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მოიპოვა.  სან-სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალზე კი ფილმი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა:

  • ფესტივალის მთავარი პრიზი ,,ოქროს ნიჟარა“
  • საუკეთესო რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ია სუხიტაშვილი
  • ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის – დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი

იდეების მატერიალიზაცია | ინტერვიუ რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილთან

„დასაწყისი“ – დეა კულუმბეგაშვილის ფილმის ტრიუმფი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე