ქართული ქოვორგინგ სივრცე ტერმინალი EuroAsian Startup Awards-ის ფინალისტებს შორისაა. ჯილდოს ორგანიზატორმა Global Startup Awards-მა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ქოვორქინგ სივრცეების ნომინაციაში 5 ფინალისტი წარადგინა: ტერმინალი საქართველოდან, Creative Quarter უკრაინიდან, tceh რუსეთიდან და Generator HUB და iHUB მოლდოვიდან.
Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგილონალურ დაჯილდოებაში 9 ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.
ფინალისტებს შორის მოხვედრა მოულოდნელი იყო Terminal – ის მენეჯმენტისთვის.
„Global Startup Awards მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მიუკერძოებელი კონკურსია, რომელიც მსოფლიოს სტარტაპ კომპანიებისთვის წლის მთავარი ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ფინალისტობა მოულოდნელი იყო, რადგან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დაჯილდოებში კონკურენციას ძალიან დიდი ქვეყნები გვიწევდნენ, მათ შორის რუსეთი, თურქეთი და უკრაინა, სადაც ქოვორქინგის ინდუსტრია ბევრად დიდი ხანია განვითარდა, ვიდრე საქართველოში, თუმცა საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, Terminal – ი ერთერთი საუკეთესოა რეგიონში, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის“, – აცხადებს Terminal- ის დირექტორი ჯინო დოლინი.
„Terminal-მა დაიმსახურა ფილასიტებს შორის ყოფნა, მართალია კონკურენციას საკმაოდ დიდი ქვეყნები გვიწევენ, რომლებსაც საქართველოზე მეტი გამოცდილება აქვთ ქოვორგინგის სფეროში, თუმცა Terminal-მა მცირე დროში მოახერხა გამხდარიყო ყველაზე დიდი ქოვორქინგი რეგიონში, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს მსოფლიოს ათეულში მყოფ საერთაშორისო ბრენდებს. გამარჯვების იმედი გვაქვს. ეს არ იქნება მხოლოდ Terminal-ის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება რეგიონში“, – აცხადებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ ჯინჭარაძე.
გამარჯვებულ ქვეყანას 2021 წლის 5 თებერვალს გამოავლენენ. კონკურსის ჟიური გადაწყვეტილების გამოვლენისას ყურადღებას აქცევს ქოვორქინგ სივრცის მიერ ონლაინ მიღებული ხმების რაოდენობასაც. აღნიშნული პროცესი 20 იანვრამდე გრძელდება და ხმის მიცემა შესაძლებელია კონკურსის სპეციალურ პლატფორმაზე.
Terminal პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოში ქოვორქინგის ინდუსტრია შემოიტანა. ამ სფეროში Terminal ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი აღმოჩნდა – ბრენდმა 5 წელიწადში თბილისში 5 ფილიალი გახსნა და დღეს ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა. Terminal მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებს სთავაზობს.
Forbes Woman-ის არქივიდან: ინტერვიუ ტერმინალის თანადამფუძნებელთან | ეკა თუშიშვილის პირადი და საქმიანი სივრცე