TIME-მა წლის ათლეტად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა

Photo Credits to Getty Images

ჟურნალმა Time-მა 2020 წლის ათლეტად ამერიკელი ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. 35 წლის კალათბურთელმა ოქტომბერში მეოთხედ მოიგო NBA და დასკვნითი მატჩების საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მსუბუქი ფორვარდი, სპორტული მოღვაწეობის გარდა, სამოქალაქო აქტივიზმშიც იყო ჩართული. სპორტსმენი მაისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 26 აგვისტოს, ლიგის სხვა მოთამაშეების მსგავსად, ჯეიმსიც არ გამოვიდა მოედანზე სათამაშოდ, რათა რასიზმი გაეპროტესტებინა.

ლებრონ ჯეიმსის დამსახურებების შესახებ Time-თან ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ და მრბოლელმა ლუის ჰამილტონმაც ისაუბრეს.