Pew Research Center–მა გამოკითხა როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული 5858 ადამიანი. კვლევის მიხედვით, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, სახლიდან მომუშავე ამერიკელების 54%–ს პანდემიის დასრულების შემდეგ საქმიანობის დისტანციურად გაგრძელება სურს.
კორონა ვირუსის გამო “ლოქდაუნის” პირობებში სამსახურთა დიდი ნაწილი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პროცენტულიი მაჩვენებელი მათი, ვინც სამსახურის სრულად დისტანციურად დასრულებას ვერ ახერხებს, შემოსავლის ზრდასთან ერთად მცირდება: დაბალი შემოსავლის მქონე – 76%, საშუალო –63%, მაღალი –44%.
ბაკალავრიატის ან უფრო მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე დასაქმებულების 60% ახერხებს დისტანციურად მუშაობას, მაშინ როცა საუნივერსიტეტო განათლების გარეშე მომუშავეთა მხოლოდ 23% მუშაობს სახლიდან.
დასაქმებულთა 64%–ის თქმით, მათი სამუშაო სივრცე დახურულია ან მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო 36%–მა თავად გადაწყვიტა არადისტანციურ მუშაობაზე უარი ეთქვა. სახლიდან მომუშავეთა 60%–მა გადაწყვეტილება კომფორტის გამო მიიღო, ხოლო 57%–ისთვის კი გადამწყვეტი მიზეზი კორონა ვირუსის თავიდან აცილება იყო.