რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. 8 დეკემბრის დილას ვაქცინით პირველი პაციენტი, მარგარეტ კინანი, აიცრა. კინანი 90 წლისაა და ქოვენთრიში ცხოვრობს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ბელგიიდან Pfizer/BioNTech ვაქცინის 40 მილიონი დოზა გამოიწერა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვისაა საკმარისი. ბრიტანეთში, პირველ რიგში, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლებსა და სამედიცინო პერსონალს აცრიან.
დიდი ბრიტანეთის გარდა, 4 დეკემბერს Pfizer-ის ვაქცინა ბაჰრეინმაც დაამტკიცა.