საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა ოქტომბერში 3.9%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1 %-ია.

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა.

გრაფიკი: საქსტატი

წინასწარი ანგარიშის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 3,8%-ით არის გაზრდილი, ხოლო წინა თვესთან შედარებით – 0.8%-ით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მკვეთრადაა ზრდა აღინიშნება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსში და ის 8%-ს შეადგენს, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ის 1.7%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლებს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 11.1%-თ, იმპორტი 16.6%-ით, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ითაა შემცირებული.