უკრაინას ახალი მთავრობა ჰყავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. ახალ მთავრობას 450 წევრიანი პარლამენტის მხოლოდ 277-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დღეს დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთადერთი მინისტრი ქალია – მარინა ლაზებნა სოციალური საკითხების მინისტრის პოსტს დაიკავებს. მან ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.