ილონ მასკი Neuralink-ის შესახებ მნიშვნელოვან ამბავს 28 აგვისტოს გვაცნობებს

Image credit: Digital Trends

ილონ მასკმა 9 ივლისს Twitter-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 28 აგვისტოს ტვინის კომპიუტერული მოწყობილობის Neuralink შესახებ მნიშვნელოვან სიახლეს ელის.

Neuralink ილონ მასკის მიერ დაარსებული ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ცდილობს ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას. წამოწყების მიზანია, დაეხმაროს ზურგის ტვინის დაზიანებებისა და თანდაყოლილი დეფექტების მქონე ადამიანებს.

2019 წლის ივლისში კომპანიამ მოწყობილობა გამოსცადა მაიმუნზე, რომელმაც ტვინის საშუალებით კომპიუტერის გაკონტროლება შეძლო.

ამჟამად Neuralink გეგმავს ტვინის აპარატის ინტერფეისის ტექნოლოგიის შემოწმებასა და მისი ცნობილი N1 ჩიპებიდან ოთხი მათგანის პაციენტების კანის ქვეშ დამონტაჟებას. Neuralink-ის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ მისი ტექნოლოგიური სიახლის მომდევნო პაციენტი ადამიანი იქნება.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის სიახლეზე საუბრობს კომპანიის დამფუძნებელი თავის განცხადებაში.